შსს განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 19 / 05 / 2018 20:41
შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო არჩილ ჯორჯაძის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობის ცვლილების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 19 მაისს, 19:00 საათიდან, თბილისში, საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავტოტრანსპორტი მოძრაობა აიკრძალება არჩილ ჯორჯაძის ქუჩაზე, კერძოდ: შოთა რუსთაველის გამზირის და არჩილ ჯორჯაძის ქუჩის კვეთიდან თაბუკაშვილის და არჩილ ჯორჯაძის ქუჩების კვეთამდე.

საავტომობილო მოძრაობა მიმდინარე წლის 26 მაისს სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება", - ნათქვამია განცხადებაში.

ტეგები