"შემომივარდა ვიღაც ბიჭი, მაგრად მაგინა და აგკუწავო" - ლევან სუთიძე
ამობეჭდვა · 19 / 05 / 2018 21:19
"შემომივარდა ვიღაც ბიჭი, მაგრად მაგინა და აგკუწავო" - ლევან სუთიძე

ჟურნალისტი ლევან სუთიძე ფეისბუქის პირად გვერდზე სტატუსს აქვყნებს:

"ეს უნდა მოვყვე. გუშინ ინბოქსში შემომივარდა ვიღაც ბიჭი, მაგრად მაგინა და აგკუწავო მითხრა. გადავედი ფოტოებში, ვახ, ჩემი ერთ-ერთი ნაცნობი ეპისკოპოსის ფოტოები უდევს. ვურეკავ ამ მღვდელმთავარს:

- მეუფე, ამას იცნობ?
- კი, ვიცნობ, რა იყო?
- მაგინა და დაკუწვით მემუქრება
- დამაცადე

გათიშა. მირეკავს 10 წუთში.

- ლევან, ერთი თვით განყენებულია ზიარებისგან

უცბად მეორე ზარი შემოდის ინბოქსში, ის მირეკავს:

- ბოდიში

ძალიან მიყვარს, ადამიანები იქ რომ მოსრიალდებიან, სადაც არ ელიან", - წერს სუთიძე.

ტეგები