"მიჩნდება სურვილი ბოდიში მოვიხადო იმის გამო, რომ 9 აპრილის მემორიალზე ვცეკვავდი"...
ამობეჭდვა · 19 / 05 / 2018 22:30
"მიჩნდება სურვილი ბოდიში მოვიხადო იმის გამო, რომ 9 აპრილის მემორიალზე ვცეკვავდი"...

მომღერალი მიშო სულუხია რამდენიმე დღის წინ რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის დროს 9 აპრილის გმირთა მემორიალზე ცეკვის გამო ბოდიშს იხდის. ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს.

"იმის გამო რომ გახარია ჩემთვის სიმპათიურ პოლიტიკოსად გადაიქცა, მეც მიჩნდება სურვილი ბოდიში მოვიხადო იმის გამო, რომ 9 აპრილის მემორიალზე ვცეკვვდი . . .
მართალია პირადად მე არ ვცეკვავდი, თუმცა მაშინაც და ახლაც ვეთანხმები ჩემი თანატოლების და მეგობრების პროტესტს ვინც იქ ვიყავით შეკრებილი - და თუ ერთმანეთის გამოხატულებასა და ღირებულებების პატივისცემაზეა საუბარი მაშინ შევთანხმდეთ რომ ეს მემორიალიც გამოხატული ღირებულებაა და ვცეთ პატივი", - წერს სულუხია.

ტეგები