ოკუპირებულ გალის რაიონში ქუთაისის მკვიდრი დააკავეს
ამობეჭდვა · 20 / 05 / 2018 13:39
ოკუპირებულ გალის რაიონში ქუთაისის მკვიდრი დააკავეს

ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში ქუთაისის მკვიდრი ა.ნ. დააკავეს.

ერთი პირის დაკავების ფაქტი პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

ე.წ. აფხაზური მილიცია მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებს. დაკავებული გალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

ტეგები