ტრამპის მიერ ცოლის შეცდომით დაწერილ სახელს Twitter-ზე გამოხმაურება მოჰყვა
ამობეჭდვა · 20 / 05 / 2018 13:50
ტრამპის მიერ ცოლის შეცდომით დაწერილ სახელს Twitter-ზე გამოხმაურება მოჰყვა

დონალდ ტრამპმა მელანია ტრამპს თეთრ სახლში დაბრუნება მიკრობლოგ Twitter-ით მიულოცა და ცოლის სახელი Melania-ს მაგიერ Melanie დაწერა, თუმცა შეტყობინება მალევე გაასწორდა. ამის შესახებ The Telegraph-ი წერს. 

მომხდარი სოციალურ მედიაში აიტაცეს და დონალდ ტრამპის გამოქვეყნებული შეტყობინება ქილიკის საგანი მალე გახდა. Twitter-ის მომხმარებლებმა ეს ფაქტი შეაფასეს და ტრამპის Melanie-ზე დაქორწინება Melania-ს 5-დღიანი გაუჩინარების შემდეგ “უკულტურობად“ აღიქვეს. 

48 წლის მელანია ტრამპი 14 მაისის შემდეგ უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში იმყოფებოდა, სადაც მას თირკმელზე ოპერაცია ჩაუტარდა. აშშ-ის პირელი ლედი უკვე თეთრ სახლში იმყოფება. 

 

 

წყარო

ტეგები