სოფო კილაძემ 190-ე სკოლის მოსწავლეებთან ერთად სკოლის ეზო დაასუფთავა
ამობეჭდვა · 20 / 05 / 2018 16:44
სოფო კილაძემ 190-ე სკოლის მოსწავლეებთან ერთად სკოლის ეზო დაასუფთავა

სოფო კილაძემ თბილისის 190-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად სკოლის ეზოს და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა. დეპუტატის თქმით, ყოველი ინიციატივა, რომელიც ნაძალადევის განვითარებას შეუწყობს ხელს, მისი მხრიდან მხარდაჭერილი და წახალისებული იქნება.

„მინდა კიდევ ერთხელ, საჯაროდ გამოვხატო ჩემი მზაობა, გვერდით დავუდგე და პირადად ჩავერთო სამოქალაქო ინიციატივებში, რომელიც ჩვენი ქალაქის, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისკენ იქნება მიმართული. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტივობები, რომლებიც ჩვენი ახალგაზრდა თაობის უშუალო მონაწილეობით ხორციელდება. აღნიშნული აქცია არ არის მხოლოდ გარემოს ნარჩენებისგან გათავისუფლება. პირველ რიგში ეს არის ჩვენში ცნობიერების განმტკიცება, რომ გავუფრთხილდეთ ბუნებას და არ დავანაგვიანოთ გარემო. მჯერა, ასეთი ცნობიერებით აღზრდილი თაობა უკეთ მოუვლის და გაუფრთხილდება ჩვენს ქვეყანას“- განაცხადა სოფო კილაძემ.​

ტეგები