მართვის მოწმობის გამოცდის ქალაქში ჩაბარებისას, ავტომობილს სპეციალური სენსორები ექნება
ამობეჭდვა · 20 / 05 / 2018 17:01
მართვის მოწმობის გამოცდის ქალაქში ჩაბარებისას, ავტომობილს სპეციალური სენსორები ექნება

2018 წლიდან მართვის მოწმობის ასაღებად მომავალ მძღოლებს გამოცდის ქალაქში ჩაბარება მოუწევთ. შსს-ს მომსახურების სააგენტო ქალაქის პირობებში  მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის დასანერგად ემზადება. ინფორმაციას gbc.ge ავრცელებს.
 
უწყებამ გასულ წელს B კატეგორიის მსუბუქი ავტომობილებისთვის სპეციალური სენსორები და პროგრამული აღჭურვილობა უკვე შეიძინა, წელს კი დამატებით, 170 029  დოლარი გამოჰყო. ეს თანხა სატვირთო ავტომობლებისთვის (C,CE,C1,D,DE,D1) პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფის შესყიდვას მოხმარდება.
 
სპეციალურ აღჭურვილობას შსს-ს მომსახურების სააგენტო სამხრეთ კორეული ფირმა Neo Information Systems-ისგან იყიდის.

ტეგები