ბარბარიკამ სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" დატოვა
ამობეჭდვა · 20 / 05 / 2018 19:50
ბარბარიკამ სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" დატოვა

სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" მარიშკა ჯავახაძემ დატოვა. ამის შესახებ მსახიობმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

"ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო Formula Creative ს იმ საოცარი გამოცდილებისთვის, რომელიც ამ წლების განმავლობაში შემძინა. უღრმესი მადლობა რომ მომეცით საშუალება ჩემი პატარა წვლილი შემეტანა, ამ მართლა ისტორიულ პროექტში.

უღრმესი მადლობა მსახიობებს და განსაკუთრებით გიორგი მახარაძეს, რომ არა ის გადაღების პირველი დღეები ძალიან რთული იქნებოდა.

გულით ყველაზე დიდი მადლობა მაყურებელს და ჩვენს გულშემატკივრებს.

ახალი ბარბარიკა კიდევ უფრო პრინცესული და მშვენიერია", - წერს მსახიობი.

 

წყარო