ჰავაიზე ვულკანის ამოფრქვევისას პირველი ადამიანი დაშავდა
ამობეჭდვა · 20 / 05 / 2018 20:34
ჰავაიზე ვულკანის ამოფრქვევისას პირველი ადამიანი დაშავდა

ვულკანი ჰავაიზე 4 მაისს ამოიფრქვა და მას შემდეგ კრატერიდან ამოსული ლავა მიმდებარე ტყეებს ანადგურებს, თუმცა, ამ დრომდე, ვულკანის მიმდებარე ტერიტორიაზე არავინ დაშავებულა. დღეს, ერთ-ერთი მომდევნო ამოფრქვევისას პირველი ადამიანი დაშავდა.

The Sun-ის ცნობით, კაცმა, რომელიც საკუთარი სახლი აივანზე ისვენებდა, მძიმე დამწვრობა მიიღო მას შემდე, რაც ამოფრქვეულმა ლავამ სახლამდე მიაღწია. გავარვარებულმა მასამ მას ფეხები დაუწვა.

4 მაისს ჰავაიზე ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ჰაერიც მოიწამლა. გარდა ამისა, ამოფრქვევას 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა. სტიქიის გამო 2000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. როგორც ირკვევა, კაცმა, რომელიც ლავამ დაწვა, ევაკუაციისას საცხოვრებლიდან არ წასულა.

ტეგები