„ძალადობისთვის თვით წმინდა ნიკოლოზიც კი დაისაჯა“ - დეკანოზი თამაზ ლომიძე
ამობეჭდვა · 21 / 05 / 2018 16:44
„ძალადობისთვის თვით წმინდა ნიკოლოზიც კი დაისაჯა“ - დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ძალადობისთვის თვით წმინდა ნიკოლოზიც კი დაისაჯა!

წმ. ნიკოლოზის ცხოვრებაში მოთხრობილია, რომ მან, განრისხებულმა კამათის დროს ერეტიკოს არიოზს კვერთხი ჩაარტყა. ამ ფაქტს მოძალადე და აგრესიული ხალხი საკუთარი ძალადობის გასამართლებლად იყენებს და ამბობს: თუ წმ. ნიკოლოზმა იძალადა, ჩვენც შეგვიძლია ცემა-ტყეპა და ყბების დამტვრევაო. იცოდეთ, რომ ამ დანაშაულის გამო, კონკრეტულად იმის გამო, რომ ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა ადამიანს სცემა, იგი დასაჯეს და მღვდელმთავრობის ხარისხი ჩამოართვეს. შემდეგ ისიცაა ნათქვამი მის ცხოვრებაში, რომ უფალი და ღვთისმშობელი გამოეცხადათ ეპისკოპოსებს და მიუთითეს, რომ ნიკოლოზისთვის კვლავ აღედგინათ ხარისხი. თუ ამას ეთანხმებით, ყველა, სასულიერო თუ საერო, საერთოდ ყველა ქრისტიანი, ვინც იძალადებს, შესაბამისად დაისაჯოს და შემდეგ ვნახოთ, ვის გამო და რომლის დასაცავად გამოგეცხადებათ ქრისტე და ღვთისმშობელი“.

ტეგები