განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი NDI საქართველოს მხარდაჭერით სკოლის უსაფრთოების თემაზე საჯარო შეხვედრებს აგრძელებს
ამობეჭდვა · 21 / 05 / 2018 17:33
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი NDI საქართველოს მხარდაჭერით სკოლის უსაფრთოების თემაზე საჯარო შეხვედრებს აგრძელებს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან, ლია გიგაურთან ერთად ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. შეხვედრაზე სკოლის უსაფრთხოების საკითხზე ისაუბრეს.

მარიამ ჯაშის ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა განათლებისა და მეცნიერების, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტოსთან ერთად 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი თქმით, მანდატურის სამსახურის რეფორმა არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ერთადერთი ცვლილება სკოლის უსაფრთხოების გაუმჯობესების თვალსაზრისით.

მისივე ინფორმაციით, იგეგმება მასშტაბური, კომპლექსური ღონისძიების გატარება, რომელიც მოიცავს სპორტული და სახელოვნებო განათლების გაუმჯობესებას, ახალგაზრდებისა და მშობლების უფრო აქტიურ ჩართულობას, ფსიქოლოგიური სერვისების გაძლიერებას და სხვა ღონისძიებებს.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცვლილებები იქნება ძალიან ეფექტური და მნიშვნელოვან შედეგს მოგვცემს სკოლის უსაფრთხოების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით", – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

მისი ინფორმაციით, NDI საქართველოს მხარდაჭერით კომიტეტი ატარებს 7 რეგიონულ შეხვედრას სკოლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და სამუშაო შეხვედრების დროს გამოთქმული დამატებითი მოსაზრებები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის პროცესში.

 

ტეგები