მთაწმინდის გამგებელმა რაიონში მიმდინარე და დასრულებული საგზაო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა
ამობეჭდვა · 21 / 05 / 2018 19:56
მთაწმინდის გამგებელმა რაიონში მიმდინარე და დასრულებული საგზაო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

მთაწმინდის გამგებელმა რაიონში მიმდინარე და დასრულებული საგზაო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. დავით კირკიტაძე რამდენიმე მისამართზე იმყოფებოდა, სადაც გზების კეთილმოწყობა გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება. კოჯორში, ერისთავის I და II შესახვევში ახალი ქვაფენილის გზის მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მოიჭრა გრუნტი და ეწყობა 370 გრძივი მეტრი წყალარინების ქსელი. სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნულ მისამართზე 416 გრძივი მეტრი სანიაღვრე სისტემა მოეწყობა და 1500 კვ.მ-ზე ქვაფენილი დაიგება. პროექტის ღირებულება 413 133 ლარია. კოჯორში კიდევ ერთი ახალი გზის კაპიტალური მშენებლობა ოდიშელიძის I შესახვევში მიმდინარეობს - მოეწყო 270 გრძივი მეტრი ბორდიური, 840 კვ.მ-ზე კი ასფალტის საფარი დაიგება. პროექტის ღირებულება 69 000 ლარია. გამგებელი დიმიტრი ყიფიანის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის დასრულებულ სამუშაოებსაც გაეცნო. 1500 კვ.მ-ზე განხორციელდა ამორტიზებული რიყის ქვის დემონტაჟი და დაიგო ბაზალტის ქვაფენილი. კაპიტალურად შეკეთდა ტროტუარი, რომლის გასწვრივ 430 გრძივი მეტრი ბორდიური მოეწყო. პროექტის ღირებულება 163 800 ლარია. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მთაწმინდის რაიონში ამ დროისთვის კიდევ შვიდ ქუჩაზე მიმდინარეობს.

ტეგები