ვახტანგ მახარობლიშვილი ნორვეგიის საელჩოს სახელით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო
ამობეჭდვა · 21 / 05 / 2018 21:48
ვახტანგ მახარობლიშვილი ნორვეგიის საელჩოს სახელით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო

2018 წლის 21 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ნორვეგიის საელჩოს სახელით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო. მიღებაზე, რომელიც ნორვეგიის სამეფოს ეროვნული, კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გაიმართა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ვახტანგ მახარობლიშვილმა აღნიშნა კონსტიტუციის დღის მნიშვნელობა ნორვეგიელი ხალხისთვის და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ნორვეგია პირველი სკანდინავიური ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა.

საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლის დროს, მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 1992 წლიდან მოყოლებული, საქართველო და ნორვეგია აღრმავებენ როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობას და ქვეყნებს შორის მეგობრობას.

„ჩვენ ძალიან აქტიურად და ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ ენერგეტიკის, განათლების, ეკონომიკისა და თავდაცვის სფეროებში. განსაკუთრებულად ვაფასებთ ნორვეგიის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. იმედი გვაქვს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა, მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“-განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა

მინისტრის მოადგილემ ნორვეგიის ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოში ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ტეგები