კახა კალაძე ანდრეა პირლოს გასაცილებელი მატჩიდან Facebook-ზე Live-ით ჩაერთო
ამობეჭდვა · 21 / 05 / 2018 22:34
კახა კალაძე ანდრეა პირლოს გასაცილებელი მატჩიდან Facebook-ზე Live-ით ჩაერთო

თბილისის მერი კახა კალაძე ანდრეა პირლოს გამოსამშვიდობებელი მატჩიდან Facebook-ზე Live-ით ჩაერთო და მატჩში მონაწილე ფეხბურთელებს მიესალმა. მან სტადიონიდან კადრები უჩვენა სოციალური ქსელის მომხმარებლებს.

"მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა, დავბრუნებულიყავი ჩემს მეორე სახლში, სან-სიროს სტადიონზე", - ამბობს კალაძე.

დღეს სან-სიროს სტადიონზე ცნობილი იტალიელი ფეხბურთელის ანდრეა პირლოს გამოსამშვიდობებელ მატჩი იმართება.

ტეგები