ჟურნალისტ ნათია კობერიძეს წამებითა და გაუპატიურებით დაემუქრნენ
ამობეჭდვა · 22 / 05 / 2018 10:55
ჟურნალისტ ნათია კობერიძეს წამებითა და გაუპატიურებით დაემუქრნენ

ჟურნალისტი ნათია კობერიძე აცხადებს, რომ ლგბტ ადამიანების ტელევიზიის ეთერით დაცვის გამო წამებითა და გაუპატიურებით ემუქრებიან. ჟურნალისტი კონკრეტულ პირს ასახელებს და პოლიციის გამოხმაურებას ელოდება. ამის შესახებ "ნეტგაზეთი" წერს.

“მოქალაქემ, ვინმე ვახტანგ ჯაბანაშვილმა მომწერა მუქარის რამდენიმე მესიჯი. ძალიან უწმაწური და აგრესიული, ამის გამეორება რთულია, მაგრამ აშკარად მიუთითებდა პირადად ჩემი წამების და გაპატიურების განზრახვაზე, რომელსაც, მისი აზრით, ვიმსახურებ, როგორც ლგბტ უფლებების დამცველი. მომწერა ეს ტელეკომპანია კავკასიის ეთერში 17 მაისის თემაზე ჩემი გამოსვლის კვალდაკვალ.

მე გავაფრთხილე, რომ პოლიციას შევატყობინებ, თუმცა მუქარა მეორე დღესაც გაგრძელდა. შევატყობინე პოლიციას. ეკიპაჟი დაუყოვნებლივ გამოცხადდა ჩემს მისამართზე, გამოიჩინეს პროფესიული გულისხმიერება და გამამხნევეს საჩივრის დაწერის საქემში. წამიყვანეს განყოფილებაში, სადაც გამომძიებელმა ნინო ბლიაძემ დაწერა საჩივარი და გადაუგზავნა პროკურორს მოთხოვნით, გატარდეს ღონისძიებები ძალადობის მუქარის აღსაკვეთად,” – აცხადებს კობერიძემ.

შსს-ში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საქმეზე წინასაგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რის საბუძველზეც გამოიკითხება ნათია კობერიძის მიერ დასახელებული პირი და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. სარჩელში მითითებულია, რომ მუქარა ჟურნალისტის საჯარო გამოსავლას უკავშირდება.

 

ტეგები