ძიუდოისტებმა ფედერაციის პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტის კარი აჭედეს
ამობეჭდვა · 22 / 05 / 2018 12:23
ძიუდოისტებმა ფედერაციის პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტის კარი აჭედეს

ძიუდოისტების ნაწილმა ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის სამუშაო კაბინეტის კარი აჭედა. ამის შესახებ IPN წერს.

სპორტსმენებმა  დავით ქევხიშვილის სამუშაო სკამი გარეთ გამოიტანეს და ნაგვის ურნასთან დატოვეს.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან ძიუდოისტთა ნაკრების წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ. სპორტსმენები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ.

სპორტსმენების განმარტებით, პროტესტის ეს ფორმა ნიშნავს იმას, რომ არ სურთ დავით ქევხიშვილი იყოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი. 

ტეგები