კაფე „გალერი“ გაიხსნა
ამობეჭდვა · 22 / 05 / 2018 14:45
კაფე „გალერი“ გაიხსნა

კაფე "გალერი", რომელიც 11 მაისის სპეცოპერაციის შემდეგ დალუქული იყო, დღეიდან ოფიციალურად გაიხსნა. კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა საგამოძიებო მოქმედებები შენობის ორივე სართულზე დაასრულეს.

ამასთან, კაფე "გალერის" დირექტორი ვიოლეტა ყოლბაია დიღმის მთავარ სამმართველოში იკითხება.

11 მაისის ღამეს შსს-მ თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ჩაატარა და 8 ნარკორეალიზატორი დააკავა. დაკავებულებს შორის კაფე "გალერის" დაცვის სამსახურის უფროსიც არის. კლუბებში „ბასიანსა" და „გალერიში" ჩატარებული სპეცოპერაცია პარლამენტის შენობის წინ გააპროტესტეს.

ტეგები