შრომის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით დიმიტრი ცქიტიშვილმა შეხვედრა გამართა
ამობეჭდვა · 22 / 05 / 2018 16:32
შრომის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით დიმიტრი ცქიტიშვილმა შეხვედრა გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO)უფროს ტექნიკურ მრჩეველს ჟოლტ დუდას და ბრიტანელ ექსპერტს სტეფენ ვილიამს შეხვდა.

მხარეებმა, შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონის იმპლემენტაციაზე ასევე, შრომის ინსპექტორებისა და შრომის ინსპექციის გაძლიერების პოლიტიკისა და კულტურის ჩამოყალიბებაზე ისაუბრეს, რომელიც როგორც დამსაქმებლების ისე, დასაქმებულების ინტერესებს მოემსახურება.

„შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და შრომის უსაფრთხოებისა და უფლებების დარგში ექსპერტები გვეხმარებიან იმაში, რომ ჩვენი საკანონმდებლო ბაზა დაუახლოვდეს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომლის ვალდებულებაც ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს აღებული. ჩვენ განვიხილეთ მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები, შესაძლებლობები და ის საკითხები რაზეც საქართველოს ხელისუფლება დღეს მუშაობს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ცქიტიშვილმა.



 

ტეგები