"მე ვცეკვავ" - ერეკლე დეისაძემ "გალერისა" და "ბასიანის" მოვლენებს სიმღერა მიუძღვნა (ვიდეო)
ამობეჭდვა · 22 / 05 / 2018 17:02

ერეკლე დეისაძემ ახალი სიმღერა ჩაწერა. სიმღერა, სახელად "მე ვცეკვავ", კაფე "გალერისა" და "ბასიანის" დახურვას და პოლიციის ქმედებებს ეხმიანება.

შეგახსენებთ, რომ 11 მაისის ღამეს, თბილისის ღამის კლუბებში "ბასიანსა" და "გალერიში" შსს-მ სპეცოპერაცია ჩაატარა. კაფე "გალერი" დაკეტვის შემდეგ, დღეს გაიხსნა, ხოლო "ბასიანის" გახსნის დღე ჯერაც უცნობია. 27 მაისს ბასიანი საპროტესტო აქციას გამართავს.

შსს-ს ინფორმაციით, 11 მაისის ღამეს კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

ტეგები