შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტის განათლების კომიტეტმა მხარი დაუჭირა
ამობეჭდვა · 22 / 05 / 2018 18:41
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტის განათლების კომიტეტმა მხარი დაუჭირა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. სხდომას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ  ნინო ჯავახაძე დაესწრო. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციის საგანმანათლებლო რეფორმის ფარგლებში იგეგმება სსიპ - სამინისტროს აკადემიაში ახალი საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს  აკადემია მთლიანად გადაერთვება პროფესიულ მომზადება-გადამზადებაზე. ანუ, ყველა რესურსი, რაც გვექნება წავა პოლიციელთა მომზადება-გადამზადებისთვის, ამას ითვალისწინებს აღნიშნული ცვლილებები. ძირითადად მხარს გვიჭერენ, იყო გარკვეული კითხვები: რამდენი პოლიციელის მომზადება-გადამზადება არის შესაძლებელი, როგორ განვითარდება პროფესიული მომზადების პროგრამები, თუმცა, მთლიანობაში, განათლების კომიტეტმა დღეს მხარი დაგვიჭირა“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ.

ტეგები