ჩეხეთმა საქართველო თავის მნიშვნელოვან პარტნიორად გამოარჩია - ნინო გოგუაძე
ამობეჭდვა · 22 / 05 / 2018 20:15
ჩეხეთმა საქართველო თავის მნიშვნელოვან პარტნიორად გამოარჩია - ნინო გოგუაძე

დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციას სენატის ვიცე-პრეზიდენტი ირჟი შეშტაკი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ევროკავშირისსაქმეთა, ასევე ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და ტრანსპორტის კომიტეტების თავმჯდომარეები და წევრები.

„ჩეხეთმა საქართველო თავის მნიშვნელოვან პარტნიორად გამოარჩია და საქართველოს აქტიური მხარდამჭერია, როგორც ევროკავშირში ასევე ნატოში ინტეგრაციის პროცესში. მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულმთლიანობას, რომელიც გამოხატული და აღიარებულია ჩეხეთის პარლამენტის არაერთი რეზოლუციით“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნინო გოგუაძემ.

საქართველო-ჩეხეთის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების დღის წესრიგში სულ უფრო აქტიურად დგას ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარება. ამის დადასტურებაა ასევე მიმდინარე ოფიციალური ვიზიტი, რომლის ფარგლებში ჩეხური კომპანიების 15 წარმოამდგენელი სტუმრობს საქართველოს. კომპანიები საქართველოში ბიზნეს ფორმუმს გამართავენ, სადაც ორ ქვეყანას შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების ახალ შესაძლებლობებს განიხილავენ.

ჩეხეთის პარლამენტის სენატის ვიცე-პრეზიდენტი და დელეგაციის ხელმძღვანელი - ირჟი შეშტაკი 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

სტუმრებს ოფიციალურ ვახშამზე დღეს ჩეხეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო გოგუაძე მასპინძლობს.




 

ტეგები