სოფიო ქაცარავა ესტონეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა
ამობეჭდვა · 22 / 05 / 2018 20:41
სოფიო ქაცარავა ესტონეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა კომიტეტის წევრებთან ერთად, ესტონეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა.

მან მადლობა გადაუხადა სტუმრებს საქართველოს როგორც ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.

„ჩვენს შორის საპარლამენტო ურთიერთობები არის მჭიდრო და ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

„ჩვენ ჩამოვედით თქვენი მხარდაჭერისთვის, რადგან საქართველო სამაგალითო და წარმატებული ქვეყანაა“, - განაცხადა ესტონეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ტომას ვიტსუსიმ.

შეხვედრაზე, საუბარი შეეხო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს მომავალ წევრობას და ამ გზაზე მიღწეულ წარმატებას.


ყურადღება გამახვილდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ასევე, ისაუბრეს ახალი სამშვიდობო ინიციატივის შესახებ, რომელიც კონფლიქტით დაშორიშორებული საზოგადოების გაერთიანებისა და სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებისკენაა მიმართული.

მხარეებმა ესტონეთი-საქართველოს ორმხრივი მჭიდრო ურთიერთობები განიხილეს და ამ მიმართულებით საპარლამენტო დიპლომატიის როლი აღნიშნეს.

​ 

ტეგები