უსაფრთხოება, სტაბილურობა და დემოკრატიული რეფორმები საქართველოს უმთავრეს პრიორიტეტებს წარმოადგენს, რომლისკენაც მიმართულია ჩვენი გუნდის მთელი ძალისხმევა - სოფიო ქაცარავა
ამობეჭდვა · 22 / 05 / 2018 21:42
უსაფრთხოება, სტაბილურობა და დემოკრატიული რეფორმები საქართველოს უმთავრეს პრიორიტეტებს წარმოადგენს, რომლისკენაც მიმართულია ჩვენი გუნდის მთელი ძალისხმევა - სოფიო ქაცარავა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცესპიკერს ირჟი შესტაკს და სენატის დელეგაციას შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და მთავარი ამოცანები განიხილეს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის მნიშვნელობას, რომლის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია საქართველო.

შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე. „უსაფრთხოება, სტაბილურობა და დემოკრატიული რეფორმები საქართველოს უმთავრეს პრიორიტეტებს წარმოადგენს, რომლისკენაც მიმართულია ჩვენი გუნდის მთელი ძალისხმევა“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
შეხვედრაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს მომავალი წევრობა განიხილეს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრისას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადმიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა. სოფიო ქაცარავამ ხაზი გაუსვა ახალი სამშვიდობო ინიციატივის მნიშვნელობას, რაც მისი განცხადებით, ხელს უწყობს კონფლიქტით დაშორიშორებული საზოგადოების გაერთიანებას და სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებას.

​ 

ტეგები