სოფელ ოკამთან სპირტით დატვირთული ორი სატვირთო იწვის
ამობეჭდვა · 22 / 05 / 2018 21:53
სოფელ ოკამთან სპირტით დატვირთული ორი სატვირთო იწვის

საავტომობილო გზის მცხეთა-იგოეთის მონაკვეთზე, სოფელ ოკამთან სპირტით დატვირთულ ორ სატვირთოს ცეცხლი უკიდია.

"იმედინიუსის" ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ბრიგადები. უსაფრთხოების მიზნით, სახიფათო ზონიდან მანქანების ევაკუაცია ხორციელდება.

შემთხვევის გამო საცობია საავტომობილო გზის თბილისი-გორის მონაკვეთზე.

ტეგები