"თუ მე ამკიდებს პასუხისმგებლობას, რომ კლუბში შეიპარა ნარკოტიკი, მაშინ საზღვარზე ნარკოტიკის შემოპარვისთვის გადადგეს გახარია" - კლუბ ბასიანის მფლობელი
ამობეჭდვა · 22 / 05 / 2018 22:51
"თუ მე ამკიდებს პასუხისმგებლობას, რომ კლუბში შეიპარა ნარკოტიკი, მაშინ საზღვარზე ნარკოტიკის შემოპარვისთვის გადადგეს გახარია" - კლუბ ბასიანის მფლობელი

კლუბ "ბასიანის“ დამფუძნებელi, ზვიად გელბახიანი თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოში ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით სამართალდამცველთა შეკითხვებს  3 საათზე მეტ ხანს პასუხობდა. 

„რეალიზაციის ნაწილში იყო კითხვა, რომ თუ შევამჩნიე ვინმე ტერიტორიაზე, რაზეც ვუპასუხე, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მსგავსი ფაქტები აღვკვეთოთ და ჩვენი დაცვის წევრები ყოველთვის ცდილობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ რამე გამოვლინდა ეს აღკვეთონ. მაგრამ ეს ჩვენი მხრიდან, მენეჯმენტის მხრიდან შემჩნეული არ იყო. იმ შემთხვევაში თუ საზღვარზე შემოდის ნარკოტიკები, მაშინ ყოველი შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს ამის გამო. ეს ქსელია და პრობლემაა. აქ არ მზადდება ნარკოტიკები და რაც შემოდის საზღვარზე შემოდის და მაშინ დღესვე მოუწევს გახარიას განცხადების დაწერა და გადადგომა. თუ მე ამკიდებს პასუხისმგებლობას, რომ კლუბში რატომ შეიპარა ნარკოტიკი, მაშინ მეც იგივე პასუხისმგებლობას ვკიდებ რატომ იპარება საზღვარზე. მის კომპეტენციაში შედის რომ არ შემოიპაროს,“-განაცხადა ზვიად გელბახიანმა. 

შეგახსენებთ, რომ 11 მაისის ღამეს, თბილისის ღამის კლუბებში "ბასიანსა" და "გალერიში" შსს-მ სპეცოპერაცია ჩაატარა. კაფე "გალერი" დაკეტვის შემდეგ, დღეს გაიხსნა, ხოლო "ბასიანის" გახსნის დღე ჯერაც უცნობია. 27 მაისს ბასიანი საპროტესტო აქციას გამართავს.

შსს-ს ინფორმაციით, 11 მაისის ღამეს კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

ტეგები