ვინ არის მეგან მარკლის ყოფილი მეუღლე (ფოტოები)
ამობეჭდვა · 23 / 05 / 2018 10:00
ვინ არის მეგან მარკლის ყოფილი მეუღლე (ფოტოები)

მეგან მარკლმა 36 წლის ასაკში მეორედ იქორწინა და ახლა უკვე ოფიციალურად გახდა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი, შესაბამისად, ყველას ინტერესს იწვევს თუ ვინ იყო მისი პირველი მეუღლე და რა გახდა მათი დაშორების მიზეზი. ამის შესახებ ჟურნალი ok წერს.

როგორც ცნობილია, მეგანის პირველი რჩეული 41 წლის პროდიუსერი - ტრევორ ენგელსონია ნიუ-იორკიდან.

მეგანმა და ტრევორმა 2004 წელს გაიცნეს ერთმანეთი და შვიდწლიანი ურთიერთობის შემდეგ, 2011 წელს ოფიციალურად იქორწინეს, წყვილმა 102 უახლოესი ადამიანის გარემოცვაში, იამაიკაში იქორწინა.

ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე მეგანი როლზე დაამტკიცეს სატელევიზიო შოუში - Suits, რის შემდეგაც, წყვილი ერთად დროს თითქმის ვეღარ ატარებდა, შესაძლოა სწორედ ამან გამოიწვია 2013 წელს მათი დაშორებაც, რის ოფიციალურ მიზეზადაც წყვილმა განსხვავებული ინტერესები დაასახელა.

19 მაისს დიდ ბრიტანეთში პრინც ჰარის და მეგან მარკლის ქორწილი გაიმართა.

 

 

წყარო