მათემატიკის გამოცდა მე-12 კლასელთა 12%-მა ვერ ჩააბარა
ამობეჭდვა · 23 / 05 / 2018 20:26
მათემატიკის გამოცდა მე-12 კლასელთა 12%-მა ვერ ჩააბარა

მათემატიკის გამოცდაში ზღვარის გადალახვა მე-12 კლასელთა 88%-მა მოახერხა, 12%-მა კი გამოცდა ვერ ჩააბარა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისტორიის გამოცდა მე-12 კლასელთა 4%-მა ვერ ჩააბარა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, მე-11 კლასელებისათვის გამოსაშვები გამოცდები 12 ივნისს დაიწყება.

მე-12 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები კი 20 მაისს დაიწყო.

ტეგები