ანა ურუშაძე სიდნეის კინოფესტივალზე მიიწვიეს
ამობეჭდვა · 24 / 05 / 2018 14:18
ანა ურუშაძე სიდნეის კინოფესტივალზე მიიწვიეს

სიდნეის კინოფესტივალი 6-17 ივნისს 10 გამოჩენილ ევროპელ რეჟისორ ქალს უმასპინძლებს, რომელთა ფილმებმაც საერთაშორისო ჯილდოები მოიპოვეს. მიწვეულთა შორის არის ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი ანა ურუშაძეც, რომლის სადებიუტო ნამუშევარი “საშიში დედა” უკვე არაერთი კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. ინფორმაციას კინო ცენტრი ავრცელებს. ამის შესახებ 1tv წერს.

ღონისძიება „ქალების ხმა კინოში” European Film Promotion-ის მხარდაჭერით ტარდება. ევროპელი რეჟისორი ქალების ნამუშევრებს ავსტრალიური აუდიტორია, მედია და კინოინდუსტრიის წევრები იხილავენ.

ტეგები