ვარდების მოედნისთვის სახელის შეცვლას საკრებულო ხვალ უყრის კენჭს
ამობეჭდვა · 24 / 05 / 2018 15:09
ვარდების მოედნისთვის სახელის შეცვლას საკრებულო ხვალ უყრის კენჭს

თბილისის საკრებულოს სხდომა ხვალ, 16:00 საათზე ჩაინიშნა. სხდომაზე დაგეგმილია ვარდების მოედნისთვის სახელის შეცვლის საკითხის კენჭისყრა.

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია ვარდების მოედნისთვის ახალ სახელზე გუშინ შეჯერდა. კომისიის გადაწყვეტილებით, მოედანს პირველი რესპუბლიკის სახელი ეწოდება.

კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა კიდევ ერთხელ ახსნა კონკრეტულად ამ სახელის არჩევის მიზეზი. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ 26 მაისს სრულდება 100 წელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან, კომისიის წევრთა უმრავლესობა ამ სახელზე შეჯერდა.

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომას პროტესტის ნიშნად არ დასწრებიან ფრაქციების „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები. მათი თქმით, საკრებულოს უმრავლესობა ვარდების რევოლუციის მომენტს ებრძვის საქართველოს ისტორიაში.

ტეგები