სოფიო ქაცარავა: „მნიშვნელოვანია, რომ ლიტვა არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი“​
ამობეჭდვა · 24 / 05 / 2018 20:57
სოფიო ქაცარავა: „მნიშვნელოვანია, რომ ლიტვა არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი“​

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ლიტვის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ზიგმინატას პავილიონისს და საქართველოში ლიტვის ელჩს გიედრიუს პუოჯუნას შეხვდნენ.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების დინამიკა და სხვადასხვა მიმართულებით ნაყოფიერი თანამშრომლობა აღინიშნა.

მხარეებმა ნატო-ს კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ლიტვა-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ზიგმინატას პავილიონისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ლიტვის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.

სოფიო ქაცარავამ კოლეგას, ივლისში დაგეგმილ ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინები გააცნო და სტუმრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოხარული ვარ, რომ ლიტვასა და საქართველოს შორის ჩამოყალიბდა სამაგალითო ურთიერთობები. მნიშვნელოვანია, რომ ლიტვა არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება ამ მიმართულებით“ - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ტეგები