შეეცვლება თუ არა სახელი ვარდების მოედანს დღეს გადაწყდება
ამობეჭდვა · 25 / 05 / 2018 10:37
შეეცვლება თუ არა სახელი ვარდების მოედანს დღეს გადაწყდება

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ვარდების მოედნისთვის სახელის შეცვლის საკითხის კენჭისყრაა დაგეგმილი. თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია ვარდების მოედნისთვის ახალ სახელზე ორი დღის წინ შეჯერდა. კომისიის გადაწყვეტილებით, მოედანს პირველი რესპუბლიკის სახელი ეწოდება.

ოპოზიცია ვარდების მოედნისთვის სახელის შეცვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს.

უმრავლესობაში კი ინიციატივას საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს უკავშირებენ.

მოედანი შეიქმნა 1983 წელს და რესპუბლიკის მოედანი ეწოდა. 2003 წელს მომხდარი ვარდების რევოლუციის შემდეგ, მას 2005 წელს ვარდების რევოლუციის მოედანი ეწოდა.

 

ტეგები