ხატია ბუნიათიშვილის ალბომი itunes–ის კლასიკური მუსიკის ჩარტებში ლიდერობს
ამობეჭდვა · 25 / 05 / 2018 11:00
ხატია ბუნიათიშვილის ალბომი itunes–ის კლასიკური მუსიკის ჩარტებში ლიდერობს

ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის ალბომი “რახმანინოვის ფორტეპიანოს კონცერტი 2 & 3” itunes–ის კლასიკური მუსიკის ჩარტებში პირველ ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ ბუნიათაშვილის ალბომმა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის სამეფო ქორწილის ოფიციალური სტუდიური ჩანაწერიც კი უკან ჩამოიტოვა.

რახმანინოვის საფორტეპიანო კონცერტების ალბომი ხატია ბუნიათიშვილმა 2017 წელს ჩაწერა.

ტეგები