ირაკლი კობახიძე ლიეტუვას სეიმის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა
ამობეჭდვა · 25 / 05 / 2018 16:13
ირაკლი კობახიძე ლიეტუვას სეიმის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ლიეტუვას სეიმის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ჟიგიმანტას პავილიონისს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და ლიეტუვას რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს. მათი თქმით, აქტიურ ორმხრივ ურთიერთობას ხელს მნიშვნელოვნად უწყობს მჭიდრო ხალხთაშორისი კავშირები. ყურადღება გამახვილდა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში აქტიური პოლიტიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე ლიეტუვასგან იღებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ღირებულია.

თავის მხრივ, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა, რომ საქართველო რჩება აღმოსავლეთ ევროპაში ქვეყნად, რომელიც, ახალგაზრდა ლიდერებისა და თაობის ხელმძღვანელობით, განსაკუთრებულ როლს ასრულებს დემოკრატიზაციასა და რეგიონულ განვითარებაში.










 

ტეგები