სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული ჰარვი ვაინშტეინი პოლიციას ჩაბარდა
ამობეჭდვა · 25 / 05 / 2018 16:22
სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული ჰარვი ვაინშტეინი პოლიციას ჩაბარდა

ლუსია ევანსის მიერ სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული ამერიკელი კინოპროდიუსერი, ჰარვი ვაინშტეინი პოლიციას ჩაბარდა.

ვაინშტეინს სექსუალურ ძალადობაში  ასევე ადანაშაულებენ მსახიობი რომოლა გარაია, ტელეწამყვანი ლორენ სივიანი, ყოფილი მოდელი ზოი ბროკი, მსახიობი და რეჟისორი აზია არჯენტო, მსახიობი ლუსია ევანსი, მირა სორვინო, როზანა არკეტი, იტალიელი მოდელი ამბრე გუტერესი, ასევე გვინეტ პელტროუ და ანჯელინა ჯოლი.

ბოლო დროს სექსუალურ შევიწროებაში, ქალებზე ძალადობასა და შეუფერებელ საქციელში ჰოლივუდის არაერთი ვარსკვლავი დაანაშაულეს.
 

ტეგები