" გაბუნიას ვუდგავარ გვერდში, იობს, მიშას და წყვდიადს - არა"
ამობეჭდვა · 25 / 05 / 2018 16:41
" გაბუნიას ვუდგავარ გვერდში, იობს, მიშას და წყვდიადს - არა"

"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"მთელ ამ ტრაგიკომედიაში რომ გაბუნიას ვუდგავარ გვერდში (უხარისხო გადაცემის შინაარსის განხილვის გარეშე) და იობს და მიშას და წყვდიადს - არა, ალბათ გასაგებია და ცალკე აღნიშვნას არ საჭიროებს", - წერს ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო სამღვდელოებას მოუწოდებს, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-თან, ხოლო საპატრიარქოს განცხადებამდე ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დაწყევლა მიტროპოლიტმა იობმა. საქმე ეხება გადაცემა "არჩევანს", რომელიც შეეხებოდა კანონპოროექტს, რომლითაც შესაძლოა აიკრძალოს მხატვრული ნამუშევარი, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის მოსამართლე. გადაცემის წამყვანმა, ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ მხატვარი ლია უკლებას ნახატი “მარიამი სათამაშო პისტოლეტით” შემდეგი სიტყვებით წარადგინა: “შეამჩნევდით, რომ სტუდიაში ერთი უცნაური სტუმარიც გვყავს, ეს არის მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც, როგორც წესი, ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით. იქედან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს, ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსასც გააჩენს".

ტეგები