"ეკლესიას გიორგი გაბუნიაზე მეტად მაღალი რანგის მეუფენი შეურაცხყოფენ" - ნათელაშვილი
ამობეჭდვა · 25 / 05 / 2018 16:48
"ეკლესიას გიორგი გაბუნიაზე მეტად მაღალი რანგის მეუფენი შეურაცხყოფენ" - ნათელაშვილი

"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ჟურნა;ლისტ გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ყველა მოკვდავი თვითონ ადგენს საკუთარ დოსიესეს უფალთან და ყველას მოგვეზღვება შესაბამისად, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით ეკლესიას, უფალს, სარწმუნოებას, გიორგი გაბუნიაზე მეტად შეურაცხყოფენ მაღალი რანგის მეუფენი, რომლებიც ვაჭრობენ ღმერთით, მრევლ-ამომრჩევლით, მილიონებს აკეთებენ უკანონო ბიზნესით, ფაქტობრივად გადაქცეული არიან პოლიტიკურ პარტიად და სახელმწიფოს ნაწილად. აი ჯობია ამ პრობლემას მიხედოს ერმა თუ ბერმა", - წერს ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო სამღვდელოებას მოუწოდებს, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-თან, ხოლო საპატრიარქოს განცხადებამდე ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დაწყევლა მიტროპოლიტმა იობმა. საქმე ეხება გადაცემა "არჩევანს", რომელიც შეეხებოდა კანონპოროექტს, რომლითაც შესაძლოა აიკრძალოს მხატვრული ნამუშევარი, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის მოსამართლე. გადაცემის წამყვანმა, ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ მხატვარი ლია უკლებას ნახატი “მარიამი სათამაშო პისტოლეტით” შემდეგი სიტყვებით წარადგინა: “შეამჩნევდით, რომ სტუდიაში ერთი უცნაური სტუმარიც გვყავს, ეს არის მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც, როგორც წესი, ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით. იქედან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს, ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსასც გააჩენს".

ტეგები