"ზუსტად თქვენნაირების გადაშენებაა ჩვენი ამოცანა" - ნიკა გვარამია
ამობეჭდვა · 25 / 05 / 2018 18:40
"ზუსტად თქვენნაირების გადაშენებაა ჩვენი ამოცანა" - ნიკა გვარამია

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერელური დირექტორი, ნიკა გვარამია "პატრიატთა ალიანსს" სოციალურ ქსელში პასუხობს.

"აქამდე ხო რას ამბობ, სუ ზარზეიმით გხვდებოდით, თქვე პუტინის ფეხის მკვნეტელებო :)))
ზუსტად თქვენნაირების გადაშენებაა ჩვენი ამოცანა და ახლა უკვე ეთიკური ვალდებულებაც რომ აღარ გვექნება თქვენი, როგორც საპარლამენტო ძალის, გაშუქების, დიდად მოხარული ვიქნებით :)

ps ნუ, ვანოს შოუ კი გაგაშუქებთ ხოლმე და უყურეთ", პ წერს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო სამღვდელოებას მოუწოდებს, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-თან. საპაატრიარქოს განცხადებას "პატრიოტთა ალიანსი" გამოეხმაურა და განაცხადა, რომპარტიის არცერთი წევრი ტელეკომპანიასთან არ ითანამშრომლებს.

საზოგადოებაში რეზონანსი გამოიწვია გადაცემა "არჩევანმა", რომელიც შეეხებოდა კანონპოროექტს, რომლითაც შესაძლოა აიკრძალოს მხატვრული ნამუშევარი, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის მოსამართლე. გადაცემის წამყვანმა, ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ მხატვარი ლია უკლებას ნახატი “მარიამი სათამაშო პისტოლეტით” შემდეგი სიტყვებით წარადგინა: “შეამჩნევდით, რომ სტუდიაში ერთი უცნაური სტუმარიც გვყავს, ეს არის მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც, როგორც წესი, ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით. იქედან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს, ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსასც გააჩენს".

ტეგები