თბილისში ოლიმპიური ჩემპიონის საფლავი გაძარცვეს
ამობეჭდვა · 25 / 05 / 2018 19:07
თბილისში ოლიმპიური ჩემპიონის საფლავი გაძარცვეს

თბილისში, ოლიმპიური ჩემპიონის, მოფარიკავე ვლადიმერ აფციაურის საფლავი გაძარცვეს. ინფორმაციას ამის შესახებ სპორტსმენის შვილი, მარიამ აფციაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

"სამარცხვინო ქვეყანაში ვცხოვრობთ!!!!
ქვეყანაში სადაც ხალხს სინდისის ძარღვი გაწყვეტილი აქვს, სად არიან ამ დროს ჩვენი მაღალჩინოსნები სად არის მთავრობა და “ზედა ფენა”????
ნუ თუ არ გრცხვენიათ უსინდისო ხალხნო ქვეყანას რომელსაც სულ თიტზეჩამოსათვლელად გააჩნია ოლიმპიური ჩემპიონები, ქვეყანამ რომელმაც ვერ შეძლო მათი დაფასება, იქნებ მიცვალებულებს მაინც სცენ პატივი!!!!!!
მრცხვენია ძალიან მრცხვენია!!!!!!!!!!", - წერს მარიამ აფციაური.

მოფარიკავე ვლადიმერ აფციაური სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია. ვლადიმერ აფციაური ასევე მსოფლიოს ჩემპიონი (1982) და ევროპის თასის მფლობელია.

ტეგები