26 მაისს 1918 წლის სამხედრო მარშები შესრულდება
ამობეჭდვა · 25 / 05 / 2018 20:11
26 მაისს 1918 წლის სამხედრო მარშები შესრულდება

26 მაისს 100 წლის წინანდელი ორი სამხედრო მარში შესრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას მარშების ავტორის ვალერიან მიზანდარის შთამომავალ ლევან მიზანდარზე დაყრდნობით1tv.ge ავრცელებს.

ლევან მიზანდარის თქმით, „მერანი“ და „გამარჯვების“ მარში 1918 წელს, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების პერიოდში დაიწერა. ვალერიან მიზანდარის სახალხო გვარდიის ორკესტრი ამ მარშებს ჩოხებში და ფაფახებში გამოწყობილი ასრულებდა.

100 წლის წინანდელი ქართული სამხედრო მუსიკა 8 წლის წინ კონსერვატორიის ერთ-ერთ არქივში აღმოაჩინეს.

საქართველო ხვალ დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ტეგები