ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა მთავარ პროკურორს ხვდება
ამობეჭდვა · 25 / 05 / 2018 21:03
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა მთავარ პროკურორს ხვდება

თვილისში, 2017 წელს ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოსწავლის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საქართვლოს მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ხვდება. დაზარალებული საკუთარ ადვოკატებთან ერთად მთავარ საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე წუთის წინ შევიდა.

მთავარ საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე სარალიძემ განაცხადა, რომ  მას აინტერესებს რამდენი იარაღი და რამდენი ადამიანი ფიგურირებდა მკვლელობაში.

დღეს დილით, სპეციალურ პრესკონფერენციაზე ზაზა სარალიძემ პოლიტიკოსებს და საზოგადოებას თანადგომა სთხოვა. მან დღესვე, 27 მაისს მშვიდობიანი აქცია დაანონსა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.

ჯგუფურად ორი მოზარდის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.

ტეგები