"ავიარეის თბილისი-ტელ-ავივის მგზავრები დააკავეს, ჩაუტარეს ტრადიციული დამაცირებელი პროცედურები..." - შალვა ნათელაშვილი
ამობეჭდვა · 25 / 05 / 2018 23:22
"ავიარეის თბილისი-ტელ-ავივის მგზავრები დააკავეს, ჩაუტარეს ტრადიციული დამაცირებელი პროცედურები..." - შალვა ნათელაშვილი

"ოფისი აკლებულია ზარებით იმის შესახებ,რომ ავიარეის თბილისი-ტელ-ავივის მგზავრები, დილის 8 საათიდან დააკავეს ბენ-გურიონის სახელობის აეროპორტში,ჩაუტარეს ტრადიციული დამაცირებელი პროცედურები,აუკრძალეს ყოველგვარ გარე კომუნიკაცია, რა თქმა უნდა ჩამოართვეს ტელეფონები,დაკითხეს როგორც კრიმინალები და საღამოს მშიერ-მწყურვალნი,დამცირებულნი ჩვეულებისამებრ გამოისტუმრეს უკან, მშობლიურ სახლში სადაც, ელოდებათ ებრაელ მილიარდერ-ოლიგარქთა პარტნიორ-ოჯახის წევრ,ივანიშვილის მიერ მათი ოცნებადამსხვრეული სამყარო. საქართველოს ელჩი ისრაელში როგორც ყოველთვის " იდვა ვითარცა მკუდუარი"და არც შეუწუხებია თავი იმ ხალხის გამოსარჩლებით, ვისგან წართმეული ლუკმითაც თვითონ იკვებება.მოკლედ ამას უვიზო რეჟიმი კი არ ქვია,ეს ორი მოძმე ერის მინიმუმ 26 საუკუნოვანი ძმობის მსხვრევაა,რასაც ვფიქრობ შეგნებულად აკეთებენ ისრაელის ხელისუფლებასა და ყველა სხვა შესაბამის სტრუქტურაში მოკალათებლი რუსეთიდან ემიგრირებული ე.წ რეპატრიანტები,ვფიქრობ კნესეტი უნდა დაინტერესდეთს ამ პრობლემით,რის თაობაზეც მე გავუგზავნი მიმართვას,ჩემს მეგობარ ისრაელის ოპოზიცის ლიდერ იცხაკ ჰერცოგს. ხოლო თუ ასე გაგრძელდა ნამდვილად სჯობს გაუქმდეს ეს ვითომ უვიზო რეჟიმი.დამერწმუნეთ ასე აჯობებს ორი უძველესი ერის ურთიერთ სიყვარულის გადასარჩენად", - წერს ნათელაშვილი.

ტეგები