სტამბოლის ხიდი საქართველოს დროშის ფერებში განათდა (ვიდეო)
ამობეჭდვა · 27 / 05 / 2018 11:29
სტამბოლის ხიდი საქართველოს დროშის ფერებში განათდა (ვიდეო)

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თურქეთში, სტამბოლში ხიდი საქართველოს დროშის ფერებში განათდა. ფოტოს სოციალური ქსელში ინტერნეტმომხმარებლები ავრცელებენ.

ამასთან, თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს ვიდეოს და ინფორმაციას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით ანკარაში, სასტუმრო შერატონის შენობაზე გამოსახულია საქართველოს დროშა.

ტეგები