ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში 2017 წლის ანგარიშს წარადგენს
ამობეჭდვა · 28 / 05 / 2018 10:46
 ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში 2017 წლის ანგარიშს წარადგენს

დღეს, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილ 2017 წლის ანგარიშს მოისმენენ. მას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე წარადგენს.

კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მას ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან კითხვები საბანკო ზედამხედველობასთან დაკავშირებით ექნება.

საპარლამენტო უმცირესობა ეროვნული ბანკის მუშაობას უარყოფითად აფასებს. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც კობა გვენეტაძეს კითხვებს დაუსვამენ, სესხების გაცემის გართულებას ეხება.

ტეგები