სოფიო კილაძე მზადაა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს შეხვდეს
ამობეჭდვა · 28 / 05 / 2018 11:48
სოფიო კილაძე მზადაა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს შეხვდეს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე მზადყოფნას გამოთქვამს პირადად შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამას, ზაზა სარალიძეს და მისთვის მნიშვნელოვანი საკითხები პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად განიხილოს. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

სოფიო კილაძე იმედოვნებს, რომ მთავარი პროკურატურა არასრულწლოვანების მკვლელობის საქმეს ობიექტურად გამოძიების და კითხვები არ დარჩება.

„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ვუთანაგრძნობ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახებს და ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ ამ კითხვებს, რაც აქვს ოჯახს, საბოლოოდ გაეცეს პასუხი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის დანაშაულებებთან მიმართებით ყველანი ვიყოთ ძალიან დაკვირვებულები.ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პროკურატურა იმგვარად წაიყვანს საქმეს, გამოძიების ობიექტური მიზნებიდან გამომდინარე, რომ ოჯახს კითხვის ნიშნები არ დარჩება. პირადად ჩვენი კომიტეტი მზად არის, შეხვდეს ამ ოჯახის მამასაც პირადად, თუ ის, რა თქმა უნდა, ამას მოისურვებს. ყველა საკითხი, რომელიც მისთვის იქნება დღის წესრიგში და მისთვის არის მნიშვნელოვანი, მზად ვართ, განვიხილოთ და მათ შორის პროკურატურასთან ერთადაც“,- განაცხადა სოფიო კილაძემ.

გუშინ ზაზა სრალიძის ორგანიზებით პარალემენტის წინ აქცია "ნუ მოკლავ" გაიმართა. მონაწილეებმა პროკურატურას მოთხოვნები წაუყენეს, მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მასშტაბური აქციები დააანონსეს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.

ჯგუფურად ორი მოზარდის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.

ტეგები