2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგთან დაკავშირებით გამართული კონფერენციის პირველ პლენარულ სესიაზე იმპლემენტაციის პროცესში არსებულ გლობალურ და ეროვნულ გამოწვევებსა და გამოცდილებებზე იმსჯელეს
ამობეჭდვა · 28 / 05 / 2018 16:19
2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგთან დაკავშირებით გამართული კონფერენციის პირველ პლენარულ სესიაზე იმპლემენტაციის პროცესში არსებულ გლობალურ და ეროვნულ გამოწვევებსა და გამოცდილებებზე იმსჯელეს

გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის იმპლემენტაციის თემაზე გამართული კონფერენციის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დიპლომატიური მისიების, სამეცნიერო წრეების, სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა იმპლემენტაციის პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მიღებულ გამოცდილებებზე იმსჯელეს.

სესიის ფარგლებში, გამომსვლელებმა სხვადასხვა ქვეყნებში გლობალურიდან ეროვნულამდე სამთავრობო და სამეცნიერო პერსპექტივიდან 2030 წლის დღის წესრიგის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებასთან დაკავშირებული გამოცდილება გაუზუარეს ერთმანეთს. პირველ პანელს მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი მერსი ტემბონი მოდერატორობდა.

ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლაუს შერაკმა ავსტრიის გამოცდილება გააცნო კონფერენციის მონაწილეებს. მან ისაუბრა ადამიანის უფლებებსა და მდგრად განვითარებას შორის არსებულ თანაკვეთაზე. მისი მოსაზრებით, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია ამბიციური მიზნების მისაღწევად. „1938 წელს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაცია იქნა მიღებული. ჩვენ მდგრადი განვითარების დღის წესრიგში გვაქვს ეფექტური ბმული ადამიანის უფლებებსა და მდგრად განვითარებას შორის. დღის წესრიგი ღიად ეფუძნება ამ საერთაშორისო დეკლარაციას და ორიენტირებულია, რომ შევასრულოთ მიზანი -ადამიანის უფლებების დაცვა. ადამიანის უფლებები გვაძლევს მიმართულებას მიზნის მისაღწევად“, - განაცხადა მომხსენებელმა. მისი ინფორმაციით, ავსტრია არის ქვეყანა, რომელიც 79,1%-ით მე-7 ადგილზეა მსოფლიოში მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის თვალსაზრისით. „მიუხედავად ამისა, არსებობს მრავალი გამოწვევა, მათგან მთავარია, არა ის, რომ მუდმივად გავაუმჯობესოთ არსებული მდგომარეობა, არამედ ის, რომ დავიცვათ ის სტანდარტები, რომელთა მიღწევაც გაგვიჭირდა უკანასკნელი წლების განმავლობაში“, - განაცხადა ნიკოლაუს შერაკმა. მან ყურადღება გაამახვილა იმ პრობლემებსა და მათი აღმოფხვრის გზებზე, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით იკვეთება ავსტრიაში.

ხელოვნებისა და. მეცნიერების მსოფლიო აკადემიის აღმასრულებელმა დირექტორმა, გარი ჯეიკობსმა კაცობრიობისთვის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, შთამბეჭდავი იყო კონფერენციის გახსნის დროს ქართველი მინისტრების, პარლამენტარების, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლის მოხსენებები. მისივე ინფრმაციით, მსოფლიო აკადემია 1960 წელს შექიმნა და მის სათავეში ცნობილი ინტელექტუალები იდგნენ, რათა გლობალურად ეფიქრათ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც კაცობრიობა დგას. მან თავის გამოსვლაში გერმანიის გაერთიანების მაგალითზე ისაუბრა, ასევე ინდოეთში სხვადასხვა პროექტის განხორციელების პროცესის მოკლე ექსკურსი გააკეთა. „მდგრადი განვითარების მიზნების ფორმულირება გაეროს განვითარების პროგრამის ყველაზე დიდი მიღწევაა. მთელი მსოფლიო დადგა ერთად. მისი იმპლემენტაცია, რაზეც მთელი მსოფლიო შეთანხმდა, არის კონცეპტუალურად უპრეცედენტო გამოწვევა. ჩვენი აკადემია ამაზე აკეთებს ფოკუსირებას“,- განაცხადა მომხსენებელმა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნეოვანია ახალი წარმატებების მიღწევა და მიღწეული შედეგების შენარჩუნება. მან ახალი ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობაზე გაამახვილა ყურადღება, ისაუბრა ახალი თეორიების, ახალი აზროვნების სტილის დამკვიდრების აუცილებლობის შესახებ, ინსიტიტუციების მნიშვნელობასა და დისციპლინათაშორის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე. მისი ტქმით, განათლება არის ყველაზე დიდი სოციალური ინსტიტუცია მსოფლიოში. „ განათლების შედეგად აღარ ხდება ერთი და იგივე შეცდომების განმეორება. სწორედ განათლების წყალობით ბოლო 200 წლის განმავლობაში მსოფლიო უფრო სწრაფად პროგრესირდება“, - აღნიშნა გარი ჯეიკობსმა. . მან ყურადღება გაამახვილა ისეთი სპეციალისტების მომზადების აუცილებლობაზე, რომლებიც მხოლოდ ვიწრო სპეციალიზაციის ცოდნით არ შემოიფარგლებიან. „ამისთვის რადიკალური რეფორმაა საჭირო. უფრო მეტად უნდა ვეძებოთ გამაერტიანებელი სტრუქტურა და ცარჩო, რომ ზუსტად ვიცოდეთ როგორ მივაღწიოთ ევოლუციის უფრო მაღალ დონეს“, - განაცხადა მომხსენებელმა.

გერონტექნოლოჯის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო პრეზიდენტმა , პროფესორმა ვაპუ ტაიპალემ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი მიულოცა კონფერენციაში მონაწილეებს. მისი თქმით, ფინეთში გასულ წელს საზეიმოდ აღინიშნა 100 წლის იუბილე. „ჩვენ ვფიქრობთ იმ სისხლიან სამოქალაქო ომზე, რომელიც წარსულში ვიწვნიეთ. ფინეთი იყო შვედეთსა და რუსეთის წნეხის ქვეშ მდგომი ღარიბი ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა ტყის რესურსები და ჰყავდა ადამიანები“ , - განაცხადა მომხსენებელმა. მან ამ მდგომარეობიდან ფინეთის გამოსვლის და მის მიერ წარმატეტების მიღწევის, ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანად ჩამოყალიბების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად გენდერული თანასწორობა დაასახელა.

ვაპუ ტაიპალეს მიაჩნია, რომ თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ხანდაზმულთა უფლებები. მისი ინფორმაციით, რიგი ქვეყნები ცდილობენ ხანდაზმულთა უფლებები გააძლიერონ და წამოწიონ წინა პლანზე. მან ასევე, ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამათავრობო ორგანიზაციების მნიშვნელობაზე. „მათი არსებობა ყველა ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, რათა საზოგადოებამ საკუთარი თავისი ორგანიზება მოახდინოს. ყველა ქვეყნის მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს არასამათვრობო სექტორის განვითარებას. ეს არის საზოგადოების ბირთვი, რომელიც იღვწის განვიათარებისა და მშვიდობისაკენ“, - განაცხადა ვაპუ ტაიპალემ. მისი განცხადებით, მიზნების მიღწევის პროცესში მნიშვნელოვანია არსებობდეს მტკიცებულებებდა და ფაქტებზე დაფუძნებული კვლევები, რაც ახალი იდეების დაბადების მნიშვნელოვან წინაპირობას შექმნის.

სესია დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა. მომხსენებლებმა უპასუხეს კონფერენციის მონაწილეთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საერთაშორისო პარტნიორები - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (UN). კონფერენციას მხარდაჭერას უწევს გრიგოლ რობაქიძისა და კავკასიის უნივერსიტეტები.




 

ტეგები