დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში განათლების სფეროში კონტრიბუციის თვალსაზრისით - სოფიო ქაცარავა
ამობეჭდვა · 27 / 05 / 2018 16:24
დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში განათლების სფეროში კონტრიბუციის თვალსაზრისით - სოფიო ქაცარავა

დღეს, ტექნოპარკში, სოფიო ქაცარავა დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, "Chevening"-ის კურსდამთავრებულებს შეხვდა, რომლის ფარგლებშიც გაიმართა დისკუსია - „საპარლამენტო კავშირების როლი ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაში“.

„დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში განათლების სფეროში კონტრიბუციის თვალსაზრისით და შესაბამისად, განსაკუთრებით მჭიდროა საქართველო- ბრიტანეთს შორის განათლების თვალსაზრისით არსებული კავშირები. ჩვენ ვაფასებთ მათ მხარდაჭერას და თანადგომას ამ მიმართულებით და კიდევ უფრო ვაძლიერებთ თანამშრომლობას. ჩვენი შეხვედრაც ტექნოპარკში მოეწყო სწორედ იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს, როგორც პროგრესული ქვეყნის სივრცე, რაც ინოვაციებსა და განვითარებას გულისხმობს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

შეხვედრაზე განიხილებოდა მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, რუსეთის საფრთხეები, საქარველოს წინაშე მდგარი გამოწვევები, დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელობა და ა.შ.

ტეგები