ახალციხეში ქალი მეორე სართულიდან სელფის გადაღებისას გადავარდა
ამობეჭდვა · 28 / 05 / 2018 17:55
ახალციხეში ქალი მეორე სართულიდან სელფის გადაღებისას გადავარდა

ახალციხეში 20 წლის ქალი აივნიდან სურათის გადაღებისას გადავარდა. შემთხვევა გუშინ, წმინდა დავითი და კონსტანტინეს ქუჩაზე მოხდა. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მრავლობითი მოტეხილობებით შეიყვანა, შემდეგ კი კატასტროფის ცენტრმა თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. მას ორი ოპერაცია გაუკეთდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებიას გულისხმობს.

ტეგები