საქართველო-ავსტრიის მეგობრობის ჯგუფის წევრები ავსტრიის პარლამენტის წევრს, ნიკოლაუს შერაკს შეხვდნენ
ამობეჭდვა · 28 / 05 / 2018 19:09
საქართველო-ავსტრიის მეგობრობის ჯგუფის წევრები ავსტრიის პარლამენტის წევრს, ნიკოლაუს შერაკს შეხვდნენ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი სოფიო კილაძე, მეგობრობის ჯგუფის წევრ დეპუტატებთან, გიორგი ხატიძესთან და ირაკლი მეზურნიშვილთან ერთად საქართველოში ვიზიტით მყოფ ავსტრიის პარლამენტის წევრს, ნიკოლაუს შერაკს შეხვდნენ.

მხარეებმა ორ ქვეყნას შორის ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.

„ავსტრიასთან ურთიერთობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩამოსული ბრძანდება ავსტრიის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც ამავე დროს ავსტრიის პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარეა. ჩვენთვის ასეთი ტიპის შეხვედრები უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ამ პროცესში ჩვენ ავსტრიის ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს“, -განაცხადა სოფიო კილაძემ შეხვედრის კომენტირებისას.

ტეგები