საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიში მოისმინა
ამობეჭდვა · 28 / 05 / 2018 19:24
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიში მოისმინა

საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის ანგარიში მოისმინა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე.

კანონმდებლებს ანგარიში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარუდგინა. დოკუმენტში, რომელიც სამოცდაათზე მეტ გვერდს მოიცავს, წარმოდგენილია ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლითაც საანგარიშო პერიოდში ხელმძღვანელობდა ქვეყნის ცენტრალური ბანკი. დოკუმენტში აგრეთვე ასახულია ეროვნული ბანკის შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე იმ პროცესებზე, რომლებიც 2017 წლის განმავლობაში არსებით ზეგავლენას ახდენდა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის ამოცანების შესრულებაზე.
ამის შემდეგ მომხსენებელმა უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, „ეს არის ანგარიში ქვეყნის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოზიციების შესახებ. ეს არის უმნიშვნელოვანესი პოზიცია ქვეყნის საფინანსო სექტორში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეროვნული ბანკი, პასუხისმგებელია ორი მიმართულებით, ეს არის საბანკო ზედამხედველობა - კომერციულ საბანკო სექტორში არსებული სიტუაცია. ასევე, მეორე მიმართულებაა ფასების სტაბილურობა, ინფლაციასთან დაკავშირებული საკითხები. ყველა ეს საკითხი ასახულია იმ სქელტანიან დოკუმენტში, რომელიც დღეს წარმოდგენილია ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ.
მე ვფიქრობ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კვალიფიციური ანგარიში წარმოადგინა, დასმულ კითხვებზე მისი პასუხები იყო არგუმენტირებული. შესაბამისად, კომიტეტი თავის შენიშვნებს წარუდგენს ეროვნულ ბანკს, რომელთა გათვალისწინებაც მოხდება“.

ამ დათქმით კომიტეტმა კენჭი უყარა და დაამტკიცა წარმოდგენილი დოკუმენტი.
დღის წესრიგით გათვალისწინებული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის წევრების ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძის და დავით მათიკაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენით განიხილა კომიტეტმა. საკითხი განსახილველად საქართველოს პარლამენტის წევრმა გედევან ფოფხაძემ წარმოადგინა.

წარმოდგენილი კანონპროექტით იცვლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის რამდენიმე ნორმა, რომელიც ყალიბდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით - „ააიპ „ფრემა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. პროექტით იცვლება ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა ყადაღის დადების შესახებ შუამდგომლობის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესაძლებლობას.

კომიტეტმა მოისმინა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს „საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს 2019 წლის საბიუჯეტო კორექტირებულ განაცხადს“, რომელიც ადმინისტრაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა ციცინო ზაქაიძემ წარადგინა.

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა გამოიტანა სხდომაზე განსახილველად.

კანონპროექტი ითვალისწინებს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სისტემური ცვლილებების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში უფრო ეფექტური და მოქნილი მართვის სისტემის ჩამოყალიბებას.

კანონპროექტის თანახმად, საგაგნგებო სიტუაციებზე რეაგირებაში დახმარების მიზნით იქმნება მოხალისეთა სისტემა. ასევე, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობებში, განსაკუთრებით ადამანების მასობრივი თავშეყრის ობიექტებზე. მომხსენებლის თქმით, ბოლო წლებში მომხდარი ხანძრების შედეგების ანალიზის მიხედვით გამოიკვეთა ამ ტიპის შენობებში სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის გაძლიერების აუცილებლობა, რასაც ასევე არეგულირებს წარმოდგენილი კანონპროექტი.

დოკუმენტით წარმოდგენილ ცვლილებებს და მისგან გამომდინარე 27 კანონპროექტს კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

სხდომაზე განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკს შორის ჩარჩო სასესხო შეთანხმების (თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაზრდა)“ ცვლილება N1“. ინფორმაცია ხელშეკრულების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო კომიტეტს. შეთანხმება ითვალისწინებს თბილისის საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-გამაგრებას და ენერგოეფეტურობის გაზრდას.

მომხსენებლის განმარტებით, პროექტის მთავარი ამოცანაა გაუმჯობესდეს სკოლის მოსწავლეთა უსაფრთხოება და სასწავლო გარემო.

გიორგი კაკაურიძემ გააცნო კომიტეტის წევრებს საქათველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი შეთანხმებები „საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ , ასევე „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას

...

ტეგები