ავსტრიელი ბიზნესმენების მხრიდან საქართველოში საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს მიმართ დიდი ინტერესი გამოიკვეთა - სოფიო ქაცარავა
ამობეჭდვა · 28 / 05 / 2018 19:26
ავსტრიელი ბიზნესმენების მხრიდან საქართველოში საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს მიმართ დიდი ინტერესი გამოიკვეთა - სოფიო ქაცარავა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა ავსტრიის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან ნოკოლაუს შერაკისთან და საქართველოში ავსტრიის ელჩთან, არად ბენკომთან.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულ მჭიდრო პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ხალხთაშორისი კავშირები მიმოიხილეს. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო გარემოთი ავსტრიელი ბიზნესმენების დაინტერესების თაობაზე.

მხარეებმა ასევე, განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები. ამ კუთხით, სოფიო ქაცარავამ სტუმრებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ამ პროცესში პარლამენტის ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველო-ავსტრიის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები. განსაკუთრებით კი, მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მზარდ დინამიკას. მოხარული ვარ, რომ ავსტრიელი ბიზნესმენების მხრიდან გამოიკვეთა დიდი ინტერესი საქართველოში საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს მიმართ“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.




 

ტეგები